saqarTvelos uReltexilebi - ukantbas uReltexili
კოორდინატები | 42°20`56` ჩ. გ. 44°48`15` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2334 მ |
ქედი | გუდამაყრის ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდამაყრის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2334 მ. უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული და ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. დამახასიათებელია სუბალპური ტყე-მდელოს ლანდშაფტი. მდინარე ფშავის არაგვის ხეობას აკავშირებს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობასთან საცალფეხო გზით.